ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ უკანონო სატელეფონო მოსმენასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა
და მისი კერძო საუბრების სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით მტკიცებულებები გამოაქვეყნა.
ზაზა ხატიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ: ,,საქართველოს ხელსუფლებამ ჩაიდინა კიდევ ერთი სამარცხვინო მოქმედება სამოქალაქო საზოგაოდებასთან მიმართებაში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ტელეფონის მოსმენა და მისი საჯაროდ გამოქვეყნება მიუთითებს საქართველოში ბოლშევიკური მართვის მეთოდების დანერგვაზე".